2020-09-24

მანანა (მაკა) გოცირიძის დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ბიბლიის ებრაული: კვლევის ტრადიცია და თანამედროვეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრა 28 იანვარს გამართავს აღმოსავლეთმცოდნე-ებრაისტის, მანანა (მაკა) გოცირიძის დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – ბიბლიის ებრაული: კვლევის ტრადიცია და თანამედროვეობა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  განაცხადი და თეზისები 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თეზისების გაფორმების წესი:
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204

 
Print

« იხ. ყველა სიახლე