ჩვენს შესახებ


თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება

  2014 წლის 8 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე დაარსდა თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება. სამეცნიერო საზოგადოებას დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორი მაია ივანიძე.
საზოგადოების მიზანია სისხლის სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლება და  სისხლის სამართლის პოპულარიზაცია.
საზოგადოების მიერ განხორციელებული აქტივობები, როგორც სამეცნიერო და კულტურული, ასევე შემეცნებითი ხასიათისაა.
თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების მიერ ჩატარებული მრავალი ღონისძიებიდან აღსანიშნავია კონფერენციები, საჯარო ლექციები და სხვა სახის კულტურული აქტივობები.


გამოქვეყნების თარიღი:2018-07-04 11:44:41