გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევა პროგრამაზე - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ფინანსური წახალისების მიზნით
გამოცხადდა
კანდიდატთა შერჩევა
პროგრამ
აზე
-
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“
ბაკალავრიატის საფეხურის
სტუდენტთა
ფინანსური წახალისების
მიზნით
,,
პროგრამის ,, სახელმწიფო
სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სს იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის
/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური
წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე
საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის
შესახებ “ რექტორის 2014 წლის 17 აპრილის №: 56 /01-01 ბრძანებით განისაზღვრა
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი ( იხ: სსიპ -
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014
წლის წლის 17 აპრილის
№:56 /01-01 ბრძანება და
ამავე ბრძანების დანართი 1
).
აღნიშნული
ბრძანების შესაბამისად,
იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე
სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 128 სტუდენტი.
სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ – ის იურიდიულ ფაკულტეტზე
წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე .
შერჩევის პროცესში
მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
:
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადების ფორმა ;
2) პირადობის მოწმობის ასლი
;
3) წინა
სემესტრის განმავლობაში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) საქართველო
ში
ან
საზღვარგარეთ
ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების
დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა ),
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
(
რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით,
იმ
შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური
კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ
იქნება მხედველობაში მიღებული);
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო
ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
(სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა
სემესტრში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) , რაც უნდა
დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );
5) ,, საქართველოს ბანკის “
საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .
დოკუმენტაციის მიღება
იწარმოებს მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე ,
შესვენება 13-დან 14 საათამდე ), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი :
თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . №3,
ოთახი
N117.
გისურვებთ წარმატებებს!
« იხ. ყველა სიახლე