საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ევროკომისიის პროგრამა
ERASMUS MUNDUS-
თან
და 2013/2014 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან კვლავ
განაახლებს გაცვლით პროგრამებს 2 ახალი და 4 მიმდინარე (
BACKIS, WEBB, ELECTRA, IANUS
) პროექტის ფარგლებში (
EMA2
) ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა
მკვლევარებისა და უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომლებისც განხორციელდება ევროპის
52 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ამა წლის 19 ნოემბერს 15:30 საათზე საგარეო
ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ს სააქტო დარბაზში ჩატარდება
EMA2 EMBER, HERMES, BACKI-
ისა და
WEBB-
ის
საინფორმაციო შეხვედრა თსუ-სა და საქართველოში
აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტების კოორდინატორები სევილიის (ესპანეთი),
ათენის (საბერძნეთი), მონპელიესა (საფრანგეთი) და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებიდან.
გთხოვთ დაესწროთ.
« იხ. ყველა სიახლე