2015-07-23

საერთაშორისო აკრედიტაცია - სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობას!

2013 წლის დეკემბერში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული  სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობისათვის, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA- თან დაიდო ხელშეკრულება, სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.

FIBAA -ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

2015 წლის 31 ივლისს, 11:00 საათზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს საზეიმო ცერემონიას, სადაც მოწვეულნი იქნებიან: სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები. 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე