2020-09-02

2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები


თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის რეზოლუციით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში,  1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით.

თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.  
 
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში. 


Print

« იხ. ყველა სიახლე