2017-02-17

იწყება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება.


იწყება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის

მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება .

შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები :

I მოდულის კლინიკები:

· პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

· იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ).

 

II მოდულის კლინიკები :

· სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

· მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, გასაუბრებაზე უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს იმ სტუდენტებს , რომელთაც გავლილი აქვთ მედიაციის თეორიული კურსი   ან    მერიის   იურიდიული   დახმარების   პროგრამის   ფარგლებში   არსებული მედიაციის   კლინიკა. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );

· აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );

· პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის );

· იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის საადვოკატო

კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა );

· მარგველაშვილი , რეალ ქონსალტინგის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო

სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა   მიმართულების სტუდენტებისთვის );

· შპს როდლი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა );

· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );

· სასჯელაღსრულების კლინიკა ( საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე , 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. );

· ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ) ;

·                      იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი მომსახურების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

·                      საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა   (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

·                      საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );

·                      ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );

 

 

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ

ელექტრონულ მისამართზე   ana.kharaishvili@tsu.ge

 

შპს როდლი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკითა   და იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

 

კლინიკებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 8 თებერვალი .

კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით . დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 1 5

Print

« იხ. ყველა სიახლე