ესპანური სამართლის ინსტიტუტის ინაუგურაცია; კონფერენცია „ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიისა და თანამედროვე კონსტიტუციური სისტემების“ შესახებ
2014 წლის 8 ივლის ი, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია № 115 გაიმართება ესპანური სამართლის ინსტიტუტის ინაუგურაცია, რომელიც შეიქმნა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.
8
ივლისს
ასევე
ხელი
მოეწერება
უნივერსიტეტ
თა
შორის
თანამშრომლობის
ხელშეკრულებას,
რომელიც
ითვალისწინებს
“
თანამედროვე
კონსტიტუციური
სახელმწიფოს
კვლევას”.
მასში
მონაწილეობენ
შემდეგი უნივერსიტეტები:
·
თსუ -
საქართველო
· ბარის ალდო მოროს - იტალია
· სალენტოს - იტალია
· ბარსელონას ავტონომიური - ესპანეთი
· სევილი ის კადისი ს - ესპანეთი
· ბარანკიის - კოლუმბია
ასევე გაფორმდება მემორანდუმი ესპანურის სამართლის ინსტიტუტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის.
2014 წლის 9
ივლისს
, 10:00 საათზე, თსუ
II
კორპუსი,
მცირე საკონფერენციო დარბაზი (
№
135 აუდიტორია)
გაიმართება
სამუშაო
შეხვედრა -
კონფერენცია
„
ევროპის
უსაფრთხოების
სტრატეგიისა
და
თანამედროვე
კონსტიტუციური
სისტემების
“
შესახებ,
სადაც
მოხსენებით
გამოვლენ
ესპანელი
პროფესორები
:
Ø ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი
Ø ტომას ხილ მარკესი
Ø ხუან კარლოს დე სილვა ოჩოა
კონფერენციის სამუშაო ენები: ესპანური, ინგლისური.
კონფერენციაზე დასწრების მსურვეთა საყურადღებოდ:
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრების სურვილი შემდეგ ელ-ფოსტის
მისამართზე:
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
გისურვებთ
წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე