2017-09-20

კლინიკების მაგისტრანტებისთვის

იწყება 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება.

შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

I მოდულის კლინიკები:


პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

II მოდულის კლინიკები:

•  სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის)
•  სასამართლო მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•  აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•  პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის);
•  იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო
კლინიკა
(10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
•  „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო
სასამართლოში
(10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი მომსახურების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•  საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•    საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•     იურიდიული კომპანია ყიფიანი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•     იურიდიული კომპანია „JMG & Partners”-ის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის).


დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის  შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე  ana.kharaishvili@tsu.ge

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

Print

« იხ. ყველა სიახლე