2014-03-19

კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის


  ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის  ევრაზიის ნაციონალური   უნივერსიტეტი (ყაზახეთი) აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების განაცხადების მიღებას IX საერთაშორისო კონფერენციაში    „მეცნიერება და განათალება - 2014“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. კონფერენციის სამუშაო ენებია ყაზახური, რუსული და ინგლისური.  კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე კონფერენციის ორგანიზატორებს ელექტრონულად უნდა გადაუგზავნონ:

1.        მოხსენების ტექსტი, რომელიც შექმნის ნათელ წარმოდგენას ავტორის მიერ გაწეული სამუშაოს ხასიათის, შინაარსისა და შედეგების შესახებ. მოხსენების ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 1997-2003   წლების   Wor d -ის პროგრამაში ფონტით   Times New Roman შრიფტით  12, ინტერვალით 1 და მინდვრებით 20 მმ. ცხრილები, სქემები და სურათები უნდა ატარებდნენ სახელებს და უნდა ჰქონდეთ ნუმერაცია. მოხსენების მოცულობა უნდა შეადგენდეს 3-5 გვერდს.

2.         სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ფაკულტეტის ხელმძღვანელობის რეკომენდაცია;

3.        განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

3.1    განმცხადებლის სახელი, გვარი;

3.2    სტატუსი (სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი, პედაგოგი);

3.3    მოხსენების სახელწოდება;

3.4    სექცია (იურიდიული მეცნიერებები);

3.5    ქვესექცია:

3.5.1          სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, შრომის სამართალი;

3.5.2           სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი;

3.5.3          სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, კრიმინოლოგია;

3.5.4          ეკოლოგიური სამართალი, მიწის სამართალი, სამეწარმეო სამართალი;

3.5.5          საერთაშორისო სამართალი;

3.6    უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ორგანიზაცია;

3.7    მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა;

3.8    მონაწილეობის ფორმა: დასწრებული/დაუსწრებელი

ზეპირი მოხსენება პლენარულ სხდომაზე;

ზეპირი მოხსენება სექციის სხდომაზე

მხოლოდ პუბლიკაცია

 

განაცხადი  და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაგზავნილ იქნეს შემდეგ ელ. ფოსტაზე: omirzakov_pk@enu.kz

იგეგმება მოხსენებების ელექტრონული კრებულის (ISBN კოდით) გამოშვება. მოხსენებები განთავსდება  ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ნაციონალური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე