2020-02-03

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დელეგაციას უმასპინძლა.



  2020 წლის 30 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა უმასპინძლა  ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დელეგაციას. გაიმართა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის  დოქტ. ტანელ კირიკმიესა და  ამავე სკოლის  მკვლევარის არჩილ ჩიჩიას შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან - თამარ ზარანდიასთან. ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თსუ იურიდიულ ფაკულტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო აქტივობათა განსაზღვრა, კერძოდ, ჟურნალ "Baltic Journal of European Studies"-ის სპეციალური, ერთობლივი გამოცემის მომზადება. 

  მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, სადისერტაციო ნაშრომების თანახელმძღვანელობაზე დოქტორანტებისათვის ტალინის უნივერსიტეტში კვლევითი ვიზიტების შესაძლებლობასა და  სხვა აქტივობებზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე