2016-05-06

11 მაისს თსუ-ში გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი!!!

ფორუმი ჩატარდება 11 მაისს, ოთხშაბათს, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტსაც და კურსდამთავრებულსაც).

დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტით:  career@tsu.ge

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია. ღონისძიების მეტი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად გათვალისწინებულია  თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი.

საჯარო სფეროდან  იუსტიციის სახლი და ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;

საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფერო:  თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;

სადაზღვევო სფერო:  ალდაგი, ირაო, იმედი ელი, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი

კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები:  ACT, BDO,  KPMG Georgia

მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება:   ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი,  სილქნეტი და სხვა.

სამედიცინო სფერო:   თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,   ექსპერიმენტული   ბიომედიცინის   ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი),  სამედიცინო ცენტრი „ციტო“,  „ბაქტერიოფაგი“,  პსპ ჯგუფი,  სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა.

სასტუმროები:   Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi,  „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვები.

დასაქმების ფორუმის მონაწილეთა სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს!

Print

« იხ. ყველა სიახლე