2014-04-10

ესსეების კონკურსი “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი 2014“

იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით აცხადებ კონკურსს “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი 2014“.

კონკურსი განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ესსეს დაწერა თემაზე კერძო სამართლის სფეროდან.

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ კონკურსის 3 გამარჯვებულს (პირველი, მეორე და მესამე ადგილი) გადასცემს შესაბამის ფულად პრიზს .

მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge (თემის ველში მიუთითეთ: კონკურსი „საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი 2014“) .

ნაშრომის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 ნაბეჭდ გვერდს 1,5-იანი ინტერვალით და 12-იანი Sylfaen -ის შრიფტით. საკონკურსო ნაშრომი უნდა ასახავდეს ავტორის პირად ხედვას მოცემულ თემასთან დაკავშირებით.

ესსეები მიიღება მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით.

შემოსული ესსეების შეფასების ძირითად კრიტერიუმებად განიხილება ორიგინალური აზროვნება, ანალიტიკა და თემის ცოდნა .

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება საბუთების მიღების ვადის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში.

 

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე