2015-03-02

საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური სემინარი თბილისი-ბერლინი 2015

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის , პროგრამის - Netzwerk Ost-West - ფარგლებში 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა გაცვლით იურიდიულ სემინარ კონფერენციას , რომლის ხანგრძლივობა ორ კვირას შეადგენს . სემინარის პირველი ნაწილი ტარდება თბილისსა და ბათუმში , მეორე ნაწილი კი ბერლინში . სამეცნიერო ხასიათის გარდა , სემინარი შეიცავს მრავალ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას .

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ - დან და ასევე ათი სტუდენტი   ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან . მონაწილეები სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან , ახდენენ მათ პრეზენტაციას , რაზეც იმართება დისკუსიები , ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება .

სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები და ენიჭებათ კრედიტები . პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას .

ყოველი სემინარი აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება . სასემინარო თემების შერჩევა ხდება პროგრამის გერმანელი და ქართველი სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ .

2015 წლისთვის ზოგად სასემინარო   თემად განისაზღვრა  „Handlungsspielräume von Staat und Bürgern ‘‘ .

პროგრამაში მონაწილეობის ყველანაირი ( დაგეგმილ ღონისძიებათა , სასტუმროს , ტრანსპორტის , კვების და სხვა ) ხარჯი ფინანსდება პროგრამის მხარდამჭერი გერმანული ორგანიზაციების მიერ . ქართული მხარის მიერ პროგრამის სიმბოლურად ფინანსური მხარდაჭერისთვის კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილე სტუდენტები შენატანის სახით იხდიან მხოლოდ 60 ევროს , რომელიც მოხმარდება სემინარის ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებას .

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები,სადაც მითითებული იქნება მათ მიერ მიღებული ქულის რაოდენობა.

  კონკურსანტებს მოეთხოვებათ :

გერმანული ენის კარგი ცოდნა , როგორც მეტყველების ისე წერის მხრივ

კომუნიკაბელურობა და ნაშრომის პრეზენტაციის უნარი

კონკურსზე დაიშვებიან ივ . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო , სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები , ასევე დოქტორანტები .

ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტებისა და კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ   დანართში გერმანულ ენაზე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეები ( თანდართული სურათით )   მისამართზე ostwestnetzwerk@gmail.com

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი 24:00 საათი .

გასაუბრება ჩატარდება 29 მარტს, თსუ მეორე კორპუსში, ჭავჭავაძის 3.

 

 

კონტაქტი:

მარიამ დვალიშვილი- 571 45 22 33

ნიკა სერგია- 597 42 77 66

ostwestnetzwerk@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე