კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად .
შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი .
შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს USAID/PROLoG- ის პროგრამა და აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ
შეჯიბრის მიზნებია : 1) სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება , რომელიც ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და 2) სტუდენტებისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიცემა და ამ უნარების დახვეწის შესაძლებლობა .
კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან :
ტრენინგი
ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს . ტრენინგი ჩატარდება ლექციებისა და უნარ - ჩვევების დემონსტრირების ფონზე , რისთვისაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები იზრუნებენ . ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კლიენტთა კონსულტირების სიმულაციურ სესიებში და მოისმინონ ექსპერტების შეფასება .
ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 9-10 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .
ტრენინგის შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ შეჯიბრის ეტაპზე .
შეჯიბრი
შეჯიბრზე თითოეული გუნდი შეასრულებს ადვოკატის როლს სიმულირებულ იურიდიულ ფირმაში . გუნდებს აქვთ 45 წუთი , რათა შეხვდნენ ახალ კლიენტს , გამოარკვიონ კლიენტის პრობლემა , მისცენ რჩევა , გაუწიონ კონსულტაცია და ჩაებან კონსულტაციის შემდგომ დისკუსიაში . შესაბამის უნარ - ჩვევათა ეფექტურობა შეფასდება მოსამართლეების მიერ . გამარჯვეული გუნდი დასახელდება ეროვნულ ჩემპიონად . ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება გაემგზავროს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრზე ( შეჯიბრის ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრებას . აღნიშნული გამარჯვებული გუნდის პასუხისმგებლობაა ).
შეჯიბრი ჩატარდება 2017 წლის 11-12 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .
გუნდების რეგისტრაცია
თითოეული უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი გუნდი , რომელიც შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან .
კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის (III-IV კურსი ) ან მაგისტრატურის სტუდენტები , რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული ადვოკატის , პროკურატურის , მოსამართლის , ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდები ან / და არ არიან შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები . არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები , რომლებსაც ანალოგიურ ტრენინგში გასულ წლებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა .
გუნდებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნონ გუნდის შემადგენლობა და თითოეული წევრის CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : law@tsu.ge თემის ველში უნდა მიეთითოს :
შეჯიბრი
რეგისტრაციის ვადა : 2017 წლის 13 იანვრის 18:00 საათამდე
შენიშვნა :
გუნდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამოგზავნილი ერთ ფაილად PDF ფორმატში .
« იხ. ყველა სიახლე