2013-11-01
Elsa საქართველო
ელსა საქართველოს ვიცე - პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში ( AA) აცხადებს აპარატში მიღებას . გამოიყენეთ შანსი და უფრო აქტიურად ჩაერთეთ ორგანიზაციის საქმიანობაში !აკადემიური საქმიანობის აპარატი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით :
1. იმიტირებული პროცესები ;
2. სამართლებრივი დებატები ;
3. ესეების ჩემპიონატები ( ნაშრომების კონკურსები );
4. სამართლებრივი კვლევის ჯგუფები ;
5. L@W Events;
6. ELSA @ Schools.
აპარატების საქმიანობისა და ძირითადი ფუნქციების გაცნობის მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს - www.elsa.ge
აპარატის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
• კომუნიკაბელურობა ;
• მოტივირებულობა ;
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი ;
• შრომისმოყვარეობა ;
• პასუხისმგებლობის გრძნობა ;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
• უცხო ენების ცოდნა .
შესარჩევი ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან :
1. პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე : aa.elsageorgia@gmail.com
2. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება
აღნიშნული დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი 23:59 საათი !
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ :
577 506 908 თამთა ზაალიშვილი
გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად !
« იხ. ყველა სიახლე