2019-07-31

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!


 იურიდიული ფაკულტეტი 2019 წლის  აგვისტოში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 26.06.2019 წლის N159/01-01 ბრძანების -  თანახმად:

1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.

2.  შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2019 წლის 27 აგვისტოს.

3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2019 წლის 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა  მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2019 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

5. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2019 წლის 6 სექტემბერს.
 
სტუდენტები დარეგისტრირებას შეძლებენ www.lms.ge -დან. 


 დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.


შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92
teona.gognadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე