2015-03-04

ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!

  სტუდენტთა ესეების კონკურსი:

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი“ აცხადეს კონკურს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც  საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას ეხება. საკონკურსო ესეს სახელწოდებაა: „განათლების ხელმისაწვდომობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში  - ძირითადი გამოწვევბი და მათი მოგვარების გზები.“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდე ნტ ებს. ნაშრომი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას ( შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5) (არ უნდა იყოს PDF ფრომა ტში). ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი & გვარი, ფაკულტეტი, მიმართულება,/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი.

  ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1.       სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;

2.       პრობლემების გადაწყვეტის ავტორისეული ხედვა ;

3.       ლოგიკური მსჯელობა;

4.       ნაშრომის სტრუქტურა  (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);

5.       წერის კულტურა.

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება ხუთი საუკეთესო ესე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით:

I ადგილზე გასული ესეს ავტორი - 200 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),

II ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 150 –150   ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),

III ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 100 –100 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

ნამუშევრები უნდა გა იგ ზავნო შემდეგ მისამართზე : tamar.makharadze@tsu.ge

საგნის ველში მიუთითეთ -„ესეების კონკურსი“.  გაგზავნის ოლო ვადა:  31 მარტი, 2015.

საკონტაქტო პირი: თამარ მახარაძე , ტელ. 599 714305

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე