2015-11-04
დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ორშაბათს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე , მე-2 კორპუსის 402-ე აუდიტორიაში პროკრედიტ ბანკი შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან !
პროკრედიტ ბანკი იწყებს კადრების შერჩევას საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.
ძირითადი შერჩევის კრიტერიუმებია:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე !
« იხ. ყველა სიახლე