პროფესორ-ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სემინარი
სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“ .
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების წევრები, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სემინარი ეძღვნება პროფესორ-ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნას.
მისამართი : ი . ჭავჭავაძის გამზ . № 1, თსუ პირველი კორპუსი , 115- ე ( პეტრე მელიქიშვილის სახელობის ) აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე