2016-09-15

სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში
მონაწილეობის მსურველთათვის

თსუ იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეთა შესარჩევად. ( http://iccmoot.com/ )

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტება გუნდი, რომელიც თსუ-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს იმიტირებულ სასამართლო პროცესის ფინალურ რაუნდში 2017წ. მაისში, ჰააგაში (ნიდერლანდები). მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯი ანაზღაურდება თსუ-ს მიერ.

თსუ-ს დაინტერესებულმა სტუდენტებმა თანდართული განაცხადი ელ-ფოსტით უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge .
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016წ. 21 სექტემბერი.

გასაუბრება ჩატარდება 2016წ. 22 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (თსუ II კორპუსი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).

გასაუბრება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებისა და გამოწვევების გარშემო ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:

1. კონკურსტანტი თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით უნდა იყოს;

2. თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);

3. გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სისხლის ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის)   კურსი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს - საბა ფიფიას -   შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.p.pipia@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე