2014-07-25
„ადვოკატთა სკოლის“ მე-6-ე ნაკადის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემა
2014 წლის 25 ივლისს 14:00-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (II აკადემიური კორპუსი)
ჩატარდება
„ადვოკატთა სკოლის“ მე-6-ე ნაკადის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემა.
ადვოკატთა სკოლა 2010 წელს დაარსდა სპს „გაბუნია და პარტნიორები“-ს მიერ. ადვოკატთა სკოლა ადვოკატთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი პირველი სკოლაა საქართველოში, სადაც 3 თვიანი პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ევროპულ მართლმსაჯულებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში (სტრასბურგი), ჩეხეთის რესპუბლიკასა (პრაღა) და ლატვიის რესპუბლიკაში (რიგა).
« იხ. ყველა სიახლე