2016-09-30
საინფორმაციო შეხვედრას თსუ-სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს 12:00 სთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(1 კორპუსი, 107-ე აუდიტორია) შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი.
წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები (2017-2018) სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის:
• საზაფხულო ენის კურსი (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, ასევე 1-ლი კურსელი მაგისტრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის (მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
• სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ქართულ ენაზეც.
« იხ. ყველა სიახლე