2013-09-15

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის


იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდება 17  სექტემბრის 17:00 საათზე. სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და  სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება  19 სექტემბრის 17:00 საათიდან.

ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.


იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით).  

სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge -დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 19 - 22  სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.

Print

« იხ. ყველა სიახლე