2016-04-20
იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებმაც კრედიტები ვერ შეავსეს და საგნის არჩევა სურთ!!!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია ” Deutsche Welle Akademie “-ის ხელშეწყობით 2016 წლის 17-22 მაისს (თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 135) აწყობს ბლოკსემინარს ინგლისურ და ქართულ ენაზე.
სემინარის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ 5 კრედიტს, ხოლო მათი დასკვნითი ნაშრომი, რომელიც შესრულდება ქართულ ენაზე, შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სტუდენტურ სტატიების კრებულში.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მორის შალიკაშვილს (თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 119) moris.shalikashvili@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე