2015-01-30

გურამ ნაჭყებიას სამეცნიერო ბროშურის პრეზენტაცია: „ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადებების მეთოდოლოგიური დასაბუთების პრობლემები“

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ გურამ ნაჭყებიას სამეცნიერო ბროშურას სახელწოდებით: „ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადებების მეთოდოლოგიური დასაბუთების პრობლემები“.

სამეცნიერო ბროშურაში მოყვანილია სამი საკანონმდებლო წინადადება ქართული კანონმდებლობის სრულყოფისათვის და განხილულია საინტერესო მეთოდოლოგიური და ტერმინოლოგიური საკითხები.

პრეზენტაცია გაიმართება 3 თებერვალს, 17:30 სთ-ზე მცირე საკონფერენციო დარბაზში (თსუ, მეორე კორპუსი, 135-ე აუდიტორია).

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამეცნიერო ბროშურის მიღება.
Print

« იხ. ყველა სიახლე