სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიური შეჯიბრი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ - ჩვევების ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად .
შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი .
შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს USAID/PROLoG- ის პროგრამა და აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან :
ტრენინგი
ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს . მისი მიზანია სტუდენტებს გააცნოს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის აუცილებელი უნარ - ჩვევების ძირითადი საკითხები . ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავს , როგორც მოკლე სალექციო , ასევე სადემონსტრაციო ( პრაქტიკულ ) ნაწილს . ( ტრენინგში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა , წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება გუნდის შეჯიბრიდან დისკვალიფიკაცია ).
ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული .
ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 28-29 იანვარს , თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .
იმიტირებული სასამართლო პროცესი
იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველი საქმე ( კაზუსი ) და შეჯიბრის წესები მონაწილე გუნდებს დაეგზავნებათ ტრენინგის დასრულების შემდეგ . აღნიშნული მოიცავს , სასამართლო პროცესების ინსცენირებას , რა დროსაც გუნდები წარმოადგენენ ბრალდებისა და დაცვის მხარეს .
შეჯიბრის მონაწილეები და გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ სერთიფიკატებსა და წამახალისებელ პრიზებს .
იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება 2017 წლის 18-19 მარტს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში .
გუნდების რეგისტრაცია
თითოეული უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი გუნდი , რომელიც შედგება 5 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან . გუნდების დაკომპლექტება დამოკიდებულია უნივერსიტეტის შიდა წესებზე .
კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის (III-IV კურსი ) სტუდენტები ( რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული ადვოკატის , პროკურატურის , მოსამართლის , ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდები ან / და არ არიან შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები ). არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები , რომლებსაც ანალოგიურ შეჯიბრებაში წინა წლებში მიღებული ჰქონდათ მონაწილეობა . ( აღნიშნული პირობის დარღვევა იწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას )
გუნდებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნონ გუნდის შემადგენლობა და თითოეული წევრის CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge თემის ველში უნდა მიეთითოს:
იმიტირებული სასამართლო პროცესი.
რეგისტრაციის ვადა: 2017 წლის 13 იანვრის 18:00 საათამდე
შენიშვნა:
გუნდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამოგზავნილი ერთ ფაილად PDF ფორმატში.
« იხ. ყველა სიახლე