მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ბაზაში უკვე ასახულია 20 კრედიტიანი კლინიკები:
· პრაქტიკული სამართლის კლინიკა;
· სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა.
ამ ეტაპზე ბაზაში ასახულია მხოლოდ 15 კრედიტი და ამ კლინიკებთან ინტეგრირებულ 5 კრედიტიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ბაზიდან აირჩევთ თავად, უახლოეს მომავალში, და ამის შესახებ გეცნობებათ წინასწარ.
ასევე, ბაზაში ასახულია შემდეგი 10 კრედიტიანი კლინიკები:
· სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკი სტაჟირება;
· იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა.
დანარჩენი კლინიკებიც ბაზაში აგესახებათ ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც საბოლო შედეგები იქნება ცნობილი..
ამჟამად, ადგილები არის და არჩევადია სისხლის სამართლის მიმართულებით 9 დისციპლინა. საჯარო სამართლის მიმართულებით - 13 დისციპლინა. შესაბამისად, ამ ორი მიმართულების საგნებს ადგილები აღარ დაემატება.
რაც შეეხება კერძო სამართლის მიმართულებას, ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, დღეს, 12 მარტს, 18:00 საათზე, კერძო სამართლის მიმართულებით საგნებს დაემატება ადგილები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დამატებულ ადგილებზე რეგისტრაციას შეძლებენ მხოლოდ კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტები.
თქვენ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნებისა და ფაკულტეტის რესურსების გათვალისწინებით, ადგილები დაემატება შემდეგ საგნებს:
1) სამოქალაქო საპროცესო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა - ეკა ზარნაძე;
2) საერთაშორისო კერძო სამართალი საერთაშორისო არბიტრაჟში - გიორგი სვანაძე;
3) სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები - ლადო ჭანტურია;
4) შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი - ნათია ჩიტაშვილი;
5) სადაზღვევო დავების გადაწყვეტა - ნატა მოწონელიძე.
« იხ. ყველა სიახლე