2014-07-18
შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ
იურიდიული ფაკულტეტი 2014 წლის აგვისტოში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 09.06.2014 წლის N83/01-01 ბრძანების თანახმად:
1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით .
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით .
3. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2014 წლის 2 9 აგვისტოს.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
5 . საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების ( ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ) გაფორმება - განხორციელდება 2014 წლის 4-5 სექტემბერი.
6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2014 წლის 10 სექტემბერს.
იხილეთ ბმული.
მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს თეონა ქვრივჭირიშვილს T-598-32-62-92, 2–29–08–19
« იხ. ყველა სიახლე