2014-09-09

იურიდიულ ფაკუტეტზე სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ


 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 201 4 წლის 9 სექტემბრის № 6 ბრძანებით გამოცხადდა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები .

კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით .

დარეგისტრირების მსურველმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

·          განცხადება;

·          საინიციატივო ჯგუფის (სადისერტაციოს საბჭოს 3 წევრის)
           წარდგინება კანდიდატად დასახელებაზე;

·          პირადობის მოწმობის ასლი;

·          CV .

სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების დღედ განსაზღვრულია 2014 წლის 17 ოქტომბერი. (18:00 სთ - დან 20:00 სთ-მდე იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკაში (თსუ-ს მე-2 კორპ. მე-2 სართ.)).

საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში. ოთახი № 117. (თსუ მე-2 კორპ. პირველი სართ.).

Print

« იხ. ყველა სიახლე