ერთობლივი პროგრამები


კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა LL. M. zu Köln

სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) მხარდაჭერით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე. 

პროგრამის მიმართულება:

სამართალმცოდნეობა 

მისანიჭებელი ხარისხი:

სამართლის მაგისტრი (Master of Law - Magister Legum, LL.M) 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

მინიმუმ 60 ECTS (კრედიტი)/ 2 სემესტრი 

პროგრამის ხელმძღვანელი: 

2007/2008 წლის ზამთრის სემესტრიდან პროგრამა ხორციელდება კოლეგიალურობის საფუძველზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ. 

პროგრამაში ჩარიცხვის წინაპირობები : 

1) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის დარგში

2) გემანული ენის გამოცდა (B2 დონე)

3) გასაუბრება გერმანულ ენაზე

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის წარმოდგენისას კანდიდატი თავისუფლდება ენის გამოცდისაგან 

პროგრამის მიზნები და ამოცანები: 

კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს შესაძლებლობა მისცეს

ქართველ სტუდენტებს ცოდნა გაიღრმაონ გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში.

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ კიოლნის უნივერსიტეტში.

ამასთან, შექმნილია ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელის მოიცავს არამარტო პრაქტიკულ

საქმიანობას გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში, არამედ აგრეთვე

სამეცნიერო-შედარებითი საქიმიანობის ხელშეწყობას.

კიოლნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც უამრავ იურიდიულ ლიტერატურას მოიცავს, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, ნაშრომი ხარისხიანად და ევროპაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს მსურველებს, დაამთავონ ორი სამაგისტრო პროგრამა ერთად ანუ გააკეთონ ე.წ. „Doppelabschluss“. სტუდენტები, რომლებიც ჩირიცხებიან კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე და ამავდროულად თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ქართულ სამაგისტრო პროგრამაზე, პირველი წლის განმავლობაში გაივლიან მხოლოდ კიოლნის სამაგისტრო პროგრამას და გადაიხდიან მხოლოდ კიოლნის მაგისტრატურის გადასახადს, დაგროვილი კრედიტები კი უღიარდებათ ქართული პროგრამის ფარგლებში; ხოლო მეორე წელს დაასრულებენ ქართულ სამაგისტრო პროგრამას. ამდენად, სწავლის დამთავრების შემდგომ მათ ექნებათ ორი უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი. 

მოსალოდნელი შედეგები: 

მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ კვალიფიციური-პრაქტიკოსი იურისტისთვის

შესაფერისი განათლება; წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა გააგრძელონ კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 

მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირები: თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97, 577 713 000,

მარიო შიუტცე, ტელ : 568 36 15 84

E-mail:  schuetze.mario@yahoo.com