2014-12-09
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სტიპენდიები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2015/2016 აკადემიური წლისთვის
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია საბაკალავრო პროგრამა: საერთაშორისო ბიზნესი.https://www.hiof.no/studies/courses-for-exchange-students/courses-taught-in-english/programmes-in-foreign-languages/international-business- programme
აკადემიური წელი იწყება 2015 წლის11 აგვისტოს და მთავრდება 2016 წლის 17ივნისს.
კონკურსზე დაიშვებიან:
- თსუ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ დანართში მოცემული საგანთა უმეტესობა: იხ. საგნების ჩამონათვალი.
- სტუდენტები, რომლებმაც 2014 წელს დაწერეს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისათვის ორგანიზებული ინსტიტუციური (B2) ტესტი და მიიღეს არანაკლებ 81 ქულისა. (ცნობა გაიცემა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ).
- სტუდენტები, რომელთაც აქვთ საერთაშორისო ენის სერთიფიკატები: TOEFL მაქსიმალური ქულა 550 (213 if computer-based, 80 if internet based) IELTS (International English Language Testing System) მაქსიმალური ქულა 6.0.( სერთიფიკატი უნდა იყოს გაცემული არანაკლებ 2 წლის წინ).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 იანვრი, 16:00 საათი..
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მის: თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი #204)
- ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა; დანართი
- CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე, ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი ფაკულტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (მინიმალური ზღვარი: TOEFL 550; IELTS 6.0) ან/და ცნობა (გაცემული საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ);
- პასპორტის ასლი;
- 2 ფოტო (3/4).
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. (იხილეთ: http://siost.hiof.no/housing).
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: Information about Østfold University College:http://www.hiof.no/about-us/about-us?lang=eng
Information about studying in Norway:www.studyinnorway.no
ან/ და მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
შენიშვნა: აპლიკანტთა საბოლოო შერჩევას მოახდენს ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
სააპლიკაციო პაკეტის გაგზავნას ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში უზრუნველყოფს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
« იხ. ყველა სიახლე