მნიშვნელოვანია , რომ ვაჟა - ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე , 2015 წელს , უნივერსიტეტის იმ ოთახში , სადაც უკანასკნელი დღეები გაატარა დიდმა მგოსანმა , გაიხსნა მემორიალური მუზეუმი . მუზეუმში წარმოდგენილია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები ( ზოგიერთი მასალა უნიკალურია ). მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა , სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები , გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები , მწერლის ხელნაწერთა ასლები . ასევე გამოიფინა ვაჟას სახელთან დაკავშირებული ზოგიერთი ნივთი - პოეტის ნიღაბი , საწვნე , რით ი ც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი , ვაჟას მამის , პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი , რომელზედაც ჯვარია გამოსახული ( პავლე რაზიკაშვილი მღვდელი გახლდათ ) და სხვ .
გარდა ამისა , დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ , იხილონ ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების : ლადო გუდიაშვილის , ელენე ახვლედიანის , გოგი და ირაკლი ოჩიაურების , სევერიან მაისაშვილის , ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული , გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრები . მუზეუმში ინახება რარიტეტული გამოცემებიც .ვაჟა ფშაველას მემორიალური კაბინეტი I კორპუსი III სართული 316 ოთახი
გამოქვეყნების თარიღი:2018-09-10 17:36:46