ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

დადგენილება №10
23 იანვარი, 2007
 
 
შეტანილია ცვლილებები
აკადემიური საბჭოს 2 3.01.2007.
№12 დადგენილებით.
 
 
მაგისტრატურაში მიღების წესების
დამტკიცების თაობაზე
 
 
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები:
 
 
1. სამაგისტრო სპეციალობებისა და
საკონკურსო ადგილების დადგენა
 
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე .
2.
მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია . საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად .
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას .
4.
საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი . ( 2 3.01.2007. 12 )
 
 
2. კონკურსზე დაშვება
 
2.1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. 1. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს . 2. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა ( აღიარება ) ხდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50- მუხლის შესაბამისად . ( 2 3.01.2007. 12 )
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
2.4. თსუ-ის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში წერითი სახით.
 
 
3. კონკურსი. ჩარიცხვა
 
3. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე , რომლის ფარგლებშიც ტარდება წერითი გამოცდა სპეციალობაში . წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება , თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას , ანუ მინიმუმ 51 ქულას . ცალკეული სამაგისტრო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წინაპირობად უცხოური ენის ცოდნას . ( 2 3.01.2007. 12 )
 
 
4. საბუთები მაგისტრატურისათვის და მათი მიღება
 
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის (მოდულის, ქვემოდულის) ზუსტად მითითებით (ფორმა №69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);

2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა №39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;

5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).

4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება!
საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტთა რეგისტრაციის ოფისში. თსუ I კორპუსი, 110-ე ოთახი.
საბუთების მიღების ვადები: 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე გამოცდები გაიმართება იანვარში .

სააპელაციო ვადები: გამოცდის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში .
ცნობებისათვის მიმართეთ ტელ. 25-26-50.
 
 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი