დადგენილება №46
26 სექტემბერი, 2007
ცვლილებები შეტანილია
აკადემიური საბჭოს 09.01.2008, №72,
02.27.2009, №189 და 16.03.2009, №191 დადგენილებებით



მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

1. მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაიშვებიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარული (გარდა ამერიკანისტიკის სამაგისტრო პროგრამისა), მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (გარდა პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში სამაგისტრო პროგრამებისა) ფაკულტეტის ის კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.

2. დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში  ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა, რომლებმაც მიიღეს შეფასება 40-დან 51 ქულამდე, უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შეესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა და სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის ცოდნის დადასტურება მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე , წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი. (09.01.2008, №72, 02.27.2009, №189 და 16.03.2009, №191 )

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი