დადგენილება №11
23 იანვარი, 2007
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011,
№47/2011
დადგენილებით
საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების
პროცედურის შესახებ
1. დამტკიცდეს საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა (დანართი № 1).
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
დანართი № 1
საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენისა და
დამტკიცების პროცედურა
თსუ-ს წესდების შემუშავებამდე საბაკალავრო (მაჯორ და მინორ) პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:
1. საბაკალავრო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალს, ე. წ. კლასიფიკატორს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის № 633 ბრძანებით.
2. პროგრამას
უძღვება დარგის სრული პროფესორი. იმ შემთხვევაში, თუ დარგს არ ჰყავს სრული
პროფესორი, პროგრამას უძღვება ასოცირებული პროფესორი. თუ დარგი
წარმოდგენილია რამდენიმე სრული (ან რამდენიმე ასოცირებული) პროფესორით,
მაშინ ისინი ერთად ქმნიან პროგრამას, ხოლო მათგან ერთ-ერთი არის
კოორდინატორი მოცემული პროფილის აკადემიური პერსონალის საერთო
შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროგრამას შეიძლება
უხელმძღვანელოს მოწვეულმა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირმა.
გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს
აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
4. შემუშავებული პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მას ევალება სადაო საკითხების გადაწყვეტაც. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.
6. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (პროგრამა დეკანის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერებითა და ფაკულტეტის ბეჭდით ეგზავნება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელსაც ევალება მისი წარდგენა აკადემიური საბჭოს წინაშე).
7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.
8. ფაკულტეტის შესაბამის საკონსულტაციო სამსახურს, ტუტორებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება სასწავლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროთ.
9. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.
10. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება საბაკალავრო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.
11. წარმოდგენილ საბაკალავრო (მაჯორ და მინორ) პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:
ძირითადი (მაჯორ) სპეციალობისათვის:
1. საბაკალავრო პროგრამის დასახელება და მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი.
2. საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება (მიზანი, სწავლის
შედეგი, დასაქმების სფეროები, სწავლის გაგრძელების საშუალება).
3. ძირითადი სპეციალობის არჩევის ბოლო ვადა (სემესტრი) (საორიენტაციოდ).
4. საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა (მოდულები, საგნები, შესაბამისი კრედიტები).
5. მოდულების / საგნების სილაბუსები.
დამატებითი (მინორ) სპეციალობისათვის:
1. დამატებითი სპეციალობის პროგრამის დასახელება.
2. პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება (მიზანი, სწავლის შედეგი,
დასაქმების სფეროები, სწავლის გაგრძელების საშუალება).
3. დამატებით სპეციალობაზე მიღების წინაპირობები.
4. პროგრამის სტრუქტურა (მოდულები, საგნები, შესაბამისი კრედიტები)
5. მოდულების / საგნების სილაბუსები.
12. საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენა: 27. 12. 06
ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პროგრამის განხილვა: 27. 12. 06 – 08. 01. 07
პროგრამების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს მიერ და მისი წარდგენა თსუ
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის: 08. 01. 07 – 12. 01. 07
პროგრამის განხილვა და დამტკიცება აკადემიური საბჭოს მიერ: 15. 01. 07 (ეს
თარიღი შეიძლება შეიცვალოს. იგი დამოკიდებულია აკადემიური საბჭოს
სხდომების გრაფიკზე).
ინფორმაციის გადაცემა საინფორმაციო სამსახურისათვის. ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე: 15. 01. 07 – 22. 01. 07.