ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №55
19.10.2007

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის პრემიების მინიჭების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილისა და აკაკი შანიძის სახელობის პრემიების მინიჭების წესი:

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

3. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

4. აკაკი შანიძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ქართული ფილოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ან ავტორთა კოლექტივს. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

- 2007 წლის პრემიები მიენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სტამბური წესით გამოქვეყნებული ნაშრომისათვის.
- ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია ავტორთა კოლექტივს. ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
- წარმოდგენილ ნაშრომს არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული სხვა სახელობითი პრემია.
- საკონკურსო ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს სამ ცალად და თან უნდა ერთვოდეს არა ნაკლებ ორი რეცენზიისა.
- საკონკურსო მასალები წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს 2007 წლის 1 დეკემბრამდე.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი