ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №56
19.10.2007

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ და უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე თავისუფალი მსმენელის სტატუსით ჩარიცხვის წესების შესახებ

 

1. დაინტერესებულ პირებს უფლება მიეცეთ, მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე თავისუფალ მსმენელად.
2. თავისუფალ მსმენელს უფლება აქვს, მოისმინოს სამაგისტრო პროგრამით დადგენილი მისთვის სასურველი საგნები და მიიღოს საგნების მოსმენისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი არაუმეტეს სემესტრული 30 კრედიტის მოცულობით.
3. თავისუფალი მსმენელის მიერ სამაგისტრო პროგრამის სრულად გავლა არ ანიჭებს მას შესაბამის დარგში მაგისტრის ხარისხის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. მაგისტრის ხარისხის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა მაგისტრატურის გამოცდის დადგენილი წესით ჩაბარება და თსუ მაგისტრატურაში ჩარიცხვა.
4. მაგისტრატურაში ჩარიცხულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ თავისუფალი მსმენელის სტატუსით მოსმენილი და ჩაბარებული გამოცდების აღიარება და მაგისტრატურის პროგრამით დადგენილი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში - მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება.
5. თავისუფალი მსმენელის სტატუსით საგნების მოსმენის ღირებულება განისაზღვროს კრედიტების ოდენობის შესაბამისად. ერთი კრედიტის ღირებულებად დადგინდეს
ა) ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 50 ლარი.
ბ) უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 70 ლარი.
6. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების ვადებს, მისაღებ კონტიგენტს და წარმოსადგენ დოკუმეტთა ნუსხას ადგენს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ცხადდება საჯაროდ.
7. თავისუფალი მსმენელის სტატუსის მაძიებელი განცხადებით მიმართავს თსუ სასწავლო დეპარტამენტს და თანხმობის მიღების შემთხვევაში გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ბანკში გადასახადის გადახდით.
8. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების მსურველებმა თსუ სასწავლო დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
- 3 ფოტოსურათი 3X4
- სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის დამადასტურებელი საბუთი.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი