ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით
დადგენილება №61
11 დეკემბერი, 2007
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
27.02.2008, №81 დადგენილებით
თსუ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
1. დაევალოს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს წარმოადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის სწავლის საფასურის ოდენობა.
2. დოქტორანტურაში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი პედაგოგთა გამოვლენის მიზნით შემდეგ დისციპლინებში: 1. სწავლების თანამედროვე მეთოდები; 2. კვლევის მეთოდები და ხერხები ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისათვის.
3. თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10% გამოეყოს საუნივერსიტეტო დაფინანსება. სტუდენტთა შერჩევა განხორციელდეს სპეციალობაში გამოცდების შედეგების მიხედვით. დაფინანსების მოსაპოვებლად შერჩევა უნდა განხორციელდეს იმ სტუდენტებს შორის რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთი და იგივე გამოცდა
(27.02.2008, №81 დადგენილებით)
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი