ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
დადგენილება №69
28.12.2007
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის #26 და 2007 წლის 26 სექტემბრის №45 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად,
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია.
1. კონკურსი ჩატარდეს 57 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ა) საზოგადოებრივი გეოგრაფია - 7 ვაკანსია, მათ შორის:
- საზოგადოებრივი გეოგრაფიის ზოგადი საკითხები, მსოფლიოსა და რეგიონების გეოგრაფია - 2 ვაკანსია;
- გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები - 1 ვაკანსია;
- ეკონომიკა და ეკონომიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
- პოლიტიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
- სოციალური და კულტურული გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
- ტურიზმის გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
ბ) პოლიტიკური მეცნიერებები - 8 ვაკანსია, მათ შორის
- პოლიტიკური თეორია - 2 ვაკანსია;
- საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება - 2 ვაკანსია;
- შედარებითი პოლიტიკა - 1 ვაკანსია;
- პოლიტიკური კულტურა და კომუნიკაციები - 1 ვაკანსია;
- მსოფლიო პოლიტიკა (ქვეყნებისა და რეგიონების პოლიტიკა) - 1 ვაკანსია;
- პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია - 1 ვაკანსია.
გ)სოციოლოგია - 5 ვაკანსია
დ)საერთაშორისო ურთიერთობები- 2 ვაკანსია;
ე)GGჟურნალისტიკა - 12 ვაკანსია, მათ შორის
- ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 4 ვაკანსია;
- პრესის ჟურნალისტიკა - 5 ვაკანსია;
- საერთაშორისო ჟურნალისტიკა - 3 ვაკანსია.
ვ) ფსიქოლოგია - 23 ვაკანსია, მათ შორის:
- განვითარების ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
- შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია
- პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
- კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგია - 3 ვაკანსია;
- სოციალური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
- კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 4 ვაკანსია;
2. ასისტენტ-პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2 წლით;
3. ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის
დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 28 დეკემბერს. დოკუმენტაციის
წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 28 იანვარი. საბუთების მიღება იწარმოებს
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკუკტეტის დეკანატში - უნივერსიტეტის
მე-6 კორპუსი, ტელ 23 00 53, 25 17 35.
4. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 28 თებერვალს.
5. ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია განისაზღვროს 12 წევრით:
სალუქვაძე იოსებ - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით
მაცაბერიძე მალხაზ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
კიკნაძე თამარ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
5.4. კაჭკაჭიშვილი იაგო - სოციოლოგიის მიმართულებით
5.5. ბერძენიშვილი ამირან - სოციოლოგიის მიმართულებით
5.6. რონდელი ალექსანდრე - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
5.7. დავითაშვილი ზურაბ - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
5.8. პაიჭაძე დავით - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.9. ჯოლოგუა თამაზ - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.10. მირიანაშვილი დოდო - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.11. ქვარცხავა რევაზ - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.12. ჯავახიშვილი ნინო - ფსიქოლოგიის მიმართულებით
6. დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი