ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
დადგენილება №70
28.12.2007
იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის №26 და 2007 წლის 26 სექტემბრის №45დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად,
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია.
1. მიმართულების მიხედვით გამოცხადდეს ვაკანსიები ასისტენტ-პროფესორის 2 თანამდებობაზე, შემდეგნაირად:
1. სისხლის სამართლის მიმართულებით - 1 ადგილი;
2. სამართლის მეთოდების მიმართულებით - 1 ადგილი.
2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 3 წევრით;
სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით:
1) გ. ხუბუა;
2) მ. გარიშვილი;
3) მ. ბეგიაშვილი.
სისხლის სამართლის მიმართულებით:
1) რ. გოგშელიძე;
2) გ. ნაჭყებია;
3) გ. მამულაშვილი.
3. ასისტენტ-პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 1 სექტემბრამდე;
4. ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებიბის დასაკავებლად კონკურსი
ცხადდება 2007 წლის 28 დეკემბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა
2008 წლის 28 იანვარი. საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკუკტეტის
დეკანატში - უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, ტელ 29 08 41.
5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 28 თებერვალს.
6. დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
საფუძველი : იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი