და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 101
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
თსუ აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებით დამტკიდებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
შევიდეს
ცვლილება თსუ აკადემიური საბჭოს #92 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო
პროცეისის მარეგულირებელ წესებში”
1. მე-2 პუნქტის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება, სწავლის მეორე წლიდან, აქვს
სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში (უსდ), ან იმ არააკრედიტებულ უსდ-ში, რომლის
საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლებოდა
აკრედიტებულად; აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებულ (აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკა – გარდა აჟარის მუნიციპალიტეტისა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული – გარდა ქურთის, ერედვის, თიღვისა და
ახალგორის მუნიციპალიტეტისა – აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს
იურისდიქციის სრულად აღდგენამდე) უსდ-ს სტუდენტს; ან იმ უცხო ქვეყნის
უსდ-ისას, რომლის პროგრამა და შედეგები აღიარებული იქნება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ”.
2. მე-2 პუნქტის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სხვა უსდ-დან გადმოყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება
წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე,
თსუ-ს მიერ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ და
გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე”.
3. რეგულაციების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
- "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე თსუ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, ამოირიცხნენ თსუ-დან პირადი განცხადების საფუძველზე, ფინანსური დავალიანების გამო, უცხოეთში გამგზავრების მოტივით, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი აგრეთვე განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.
- დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
გიორგი
ხუბუა
აკადემიური
საბჭოს
თავმჯდომარე
,
რექტორი