ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 102

14.07.2008

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

  1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი N1).
  2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი