ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

08.09.2008

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №122

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვითვის განსაზღვრის შესახებ


« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,


1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვირთვა – სრული პროფესორისათვის – არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორი არანაკლებ – 6 საათი, ასისტენტ-პროფესორი არანაკლებ 8 საათისა.

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი