08.09.2008
დადგენილება №125
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.12.2010,
№148/2010 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ
« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების
შესაბამისად,
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის ოდენობა განისაზღვროს მაგისტრატურაში ჩარიცხული კონტიგენტის 10%-ით.
-
პირველ რიგში დაფინანსდნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებული კონკურსანტები.
-
საუნივერსიტეტო დაფინანსება განხორციელდეს სამესტრულად, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი