ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

23.09.2008

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 135

 

 

იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ.

 

1. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს A, B და C კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) კატეგორია A. აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 8 საათიან სააუდიტორიო და 8 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას და ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 10 საათიან სააუდიტორიო და 10 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 2500 ლარის ოდენობით.
ბ) კატეგორია B. აერთიანებს იმ აკადემიური პერსონალს, რომელთაც აკადემიური თანამდებობეზე არჩევისას შეუსრულდათ 62 წელი, აგრეთვე იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც აკმაყოფილებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #122 08.09.2008 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის დატვირთვის მინიმალურ სტანდარტებს. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 720 ლარის ოდენობით.
გ) კატეგორია C. აერთიანებს იმ აკადემიურ პერსონალს, რომელთა ანაზღაურება განისაზღვრება მათ მიერ ფაქტობრივად ჩატარებული სააუდიტორიო საათების შესაბამისად.
2. აკადემიური საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი