ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
30.09.2008
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 140
მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,
1. 2008–2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში
ჩაირიცხონ ის სტუდენტები, რომლებმაც უცხო ენის გამოცდაში მიიღეს შეფასება
40 ქულა და მეტი.
2. 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისას
დადგენილების 1-ლი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა უნდა
დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე,
წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
3. ამ კატეგორიის მაგისტრანტებზე არ ვრცელდება საუნივერსიტეტო დაფინანსება.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი