ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
30.09.2008
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 141
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,
-
მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს სამდივნომ.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი