ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

28.10.2008

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 145

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,

  1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

  1. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: კვლევა და მართვა (მოდულები – ძველი ხელოვნება; ახალი და თანამედროვე ხელოვნება; მუზეუმმცოდნეობა; ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები; ვიზუალური ხელოვნება და გამოყენებითი ესთეტიკა)
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი;
    სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი – პროფესორი ზაზა სხირტლაძე, მოდულების ხელმძღვანელები – პროფ. ზაზა სხირტლაძე (ძველი ხელოვნება); პროფ. მაია ციციშვილი (ახალი და თანამედროვე ხელოვნება);  ირინა კოშორიძე (მუზეუმმცოდნეობა); ასოცირებული პროფესორი ირინე მირიჯანაშვილი (ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები); ასოც. პროფ. თამაზ ხუციშვილი და ირაკლი ბრაჭული (ვიზუალური ხელოვნება და გამოყენებითი ესთეტიკა)
  1. ბერძნულ – რომაული ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა (მოდულები – კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ახალი ბერძნული ფილოლოგია, ძველი ენები და ცივილიზაციები);
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფილოლოგიის მაგისტრი (კლასიკური ფილოლოგია/ ბიზანტიური ფილოლოგია/ ახალი ბერძნული ფილოლოგია/ ასირიოლოგია/ ძველაღმოსავლური ენები და ისტორიის მაგისტრი (ძველი ისტორია));
    პროგრამის კოორდინატორი – პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, მოდულების ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ირინე დარჩია (კლასიკური ფილოლოგია), ასოც. პროფ. თინა დოლოძე (ბიზანტიური ფილოლოგია), ასოც. პროფ. სოფიო შამანიდი (ახალი ბერძნული ფილოლოგია); პროფ. ლევან გორდეზიანი (ძველი ენები და ცივილიზაციები)
  1. შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია (მოდულები – შუა საუკუნეების ქართული ფილოლოგია; ებრაულ-არამეული ფილოლოგია);
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები – ფილოლოგიის მაგისტრი (შუა საუკუნეების ქართული ფილოლოგია) და ფილოლოგიის მაგისტრი (ებრაულ-არამეული ფილოლოგია);
    სამსაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები – ასოც. პროფ. ა. ხარანაული და ასოც. პროფ. მ. ჩაჩიბაია.
  1. საქართველოს ისტორია და კულტურის მეცნიერებები (მოდულები – საქართველოს ისტორია, კულტურის მეცნიერებები);
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები; ისტორიის მაგისტრი, კულტურის მეცნიერებათა მაგისტრი;
    სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები – პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, პროფესორი ნინო ჩიქოვანი

 

II.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი