ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

26.12.2008

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 156

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

I. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების ფორმირების პროცედურა:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  2. რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
  3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტებზე არსებული პროგრამული მიმართულებების პროფესორების რაოდენობის გათვალისწინებით.
  4. ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი.
  5. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი პროგრამული მიმართულების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით. პროფესორთა კრება ირჩევს  თავმჯდომარესა და მდივანს. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით (დანართი №1). კანდიდატების დასახელება ხდება კრებაზე. პროგრამული მიმართულების თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის, ასევე სხვა კანდიდატურების დასახელება. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.
  6. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის შესაბამისად. აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის გასვლის ან აკადემიური თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების შემთხვევაში პირს უწყდება ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იმართება განმეორებითი არჩევნები ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

II. თსუ ფაკულტეტების საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს  შემდეგნაირად:

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 პროფესორი – მათ შორის 20 ეკონომიკის მიმართულებით და 40 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);

- მედიცინის ფაკულტეტი - 40 წევრი (10 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 30 პროფესორი – მათ შორის – 7 თერაპიის მიმართულებით, 9 ქირურგიის მიმართულებით, 3 ნეირომედიცინის მიმართულებით, 2 დიაგნოსტიკური მედიცინის მიმართულებით, 4 თეორიული მედიცინის მიმართულებით, 2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, 3 სტომატოლოგიის მიმართულებით);

- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 11 კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, 13 მათემატიკის მიმართულებით, 9 ფიზიკის მიმართულებით, 7 ქიმიის მიმართულებით, 9 ბიოლოგიის მიმართულებით, 6 გეოგრაფიის მიმართულებით, 3 გეოლოგიის მიმართულებით, 2 ელექტრონიკის მიმართულებით);

- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 21 ფსიქოლოგიის მიმართულებით, 12 ჟურნალისტიკის მიმართულებით, 8 საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, 8 პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, 6 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებით, 5 საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით);

- იურიდიული ფაკულტეტი – 65 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 45 აკადემიური პერსონალი – მათ შორის: 3 სამართლის ისტორიის მიმართულებით, 6 კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, 3 ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, 6 საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, 15 კერძო სამართლის მიმართულებით, 3 სამართლის მეთოდების მიმართულებით, 9 სისხლის სამართლის მიმართულებით).

- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 9 ისტორიის მიმართულებით, 1 არქეოლოგიის მიმართულებით, 1 ეთნოლოგიის მიმართულებით, 1 კულტურის მეცნიერებების მიმართულებით, 1 ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით, 14 ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, 4 კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით, 1 ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით, 3 ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, 3 გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა – არაბისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა- ირანისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა-თურქოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-არმენოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-ასირიოლოგიის მიმართულებით, 2 რუსული ფილოლოგიის მიმართულებით, 1 კავკასიოლოგიის მიმართულებით, 3 ხელოვნება და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით, 3 ფილოსოფიის მიმართულებით, 2 განათლების მეცნიერებების მიმართულებით).

 

III. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი